რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს დამასკოში შეხვდა.
ოკუპირებული აფხაეზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, "სირიის პრეზიდენტი მიესალმა აფზახური დელეგაციის დამასკოში ვიზიტს და განაცხადა, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისათვის, რადგან ეს ახალ სტიმულს მისცემს აფხაზეთსა და სირიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას".
თავის მხრივ ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა სირიის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა. გასული წლის ოქტომბერში, დამასკოში აფხაზეთის "საელჩო" გაიხსნა.