დღეს, 6 ოქტომბერს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ მუამალემი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აიმან სიუზანი, სირიაში აკრედიტირებული რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას და კუბის ელჩები.
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალხას კვიცინიამ განაცხადა, რომ საელჩოს დაარსება "ისტორიული მოვლენა და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის".
ფოტო: EPA-EFE