სილამაზის საერთაშორისო კონკურსის "მის სამყარო 2020"-ის გამარჯვებული მექსიკელი ანდრეა მეზა გახდა. ნათქვამია კონკურსის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
კონკურსის ფინალურ ტურში მექსიკელი კონკურსანტის გარდა, ბრაზილიის, ინდოეთის, პერუსა და დომიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები მოხვდნენ.
ახალი "მის სამყარო" 26 წლისაა, ცხოვრობს მექსიკის ქალაქ ჩიხუახუაში და მუშაობს პროგრამისტად. ანდრეა მეზა აქტიურად იბრძვის გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ.
პანდემიის გამო გადადებული სილამაზის კონკურსი, აშშ-ში, ფლორიდაში გაიმართა.
მანამდე მის სამყაროს ტიტული სამხრეთ აფრიკელ ზოზიბინი ტუნზის ეკუთვნოდა.