"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, ბრიუსელში გაიმართება",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კუჭავამ ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საინტერესო შეხვედრებს გამართავს.
"ძალიან საინტერესო შეხვედრები არის ჩანიშნული. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციას გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლისთან. დარწმუნებული ვარ, იმ საინტერესო საუბრის შედეგები, რომელსაც გამოვიტან, საინტერესო იქნება საქართველოსთვის, ასევე, ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.