პეტრე ცისკარიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტმა უკვე აზრი დაკარგა.
მისივე თქმით, საკითხზე პარტიაში ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი იქნება, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს, რადგან მათ ეს ფასადი უკვე შექმნეს, პარლამენტში ყოფნა „გაიპრავეს“. ერთპარტიული პარლამენტი აღარ არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ გადასაყლაპად ძალიან მწარე აბი იყო, მაგრამ ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. ჩვენ მომხრე ვიქნებოდით, რომ „ქართული ოცნება“ მეტ დათმობაზე წამოგვეყვანა, ეს ბოიკოტი რამდენიმე თვე, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგან ეს ვერ მოხერხდა, არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ იქ მარტო უნდა დავტოვოთ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.