მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობს, თუმცა ზუსტ თარიღს ჯერ ასახელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, გახსნა სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში მოხდება.
„სახმელეთო საზღვრების გახსნა, ზოგადად, იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს მესამე ტალღის დასრულებას უნდა დაემთხვას. ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.