2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. აღნიშნულ სხდომაზევე იგეგმება კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისთვის საგამოძიებო კომისია არის გარკვეული ტესტი.
„იცით, რომ ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმატი შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს, მხოლოდ ცალმხრივად ისროდნენ გარკვეულ ბრალდებებს, შემდეგ ვერც ერთი ეს ბრალდება ვერ დაამტკიცეს. საბოლოო ჯამში, ხელში შეგვრჩა ექვსთვიანი ფარსი, რომელიც თითქოს დაკავშირებული იყო გაყალბებულ არჩევნებთან. ეს კომისია არის ის ადგილი, სადაც შესაძლებლობაა, ყველა საკითხი იყოს გამოძიებული. თუ ჩვენი ოპონენტები იტყვიან, რომ ბრალდებებს თავს დაანებენ 31 ოქტომბრის არჩევნევზე და გაყალბებულ არჩევნებზე, კომისიის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ვინაიდან, დღემდე იგივე სიყალბეს იმეორებენ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში გარკვევა და ობიექტური პასუხის მოძებნა,"- განაცხადა პაპუაშვილმა.