„საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს", წერს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვიტერში“.
"საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას,“- წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.