სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან გაათავისუფლეს
როგორც ლაშა გვასალია ამბობს, გადაწყვეტილება გუბერნატორმა შეატყობინა, თუმცა გვასალია ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას.
“2012 წელს მე ბიძინა ივანიშვილმა გამომიშვა სამეგრელოში პარტიის გასაძლიერებლად და საქმეების გასაკეთებლად. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მე ცუდად არასდროს შევეხები, ეს ივანიშვილია, სხვები მომექცნენ აბსოლოტურად უსამართლოდ, გაოგნებული ვარ, ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. მე გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ სამსახურიდან, ვიღაცას ეს ჩაფიქრებული ჰქონდა, ჩემი მოშორება უნდოდათ სამსახურიდან”, - ამბობს გვასალია.