ველოდებით, რომ ნიკა მელია, ამ შემთხვევაში, გირაოს პირობებს შეასრულებს და არ დაარღვევს, ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ამ თვეების განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი დაიმკვიდრა როგორც რადიკალურმა პარტიამ, ასე რომ, მე ერთადერთი რასაც მოველი, არის, რომ სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება. კარგი იქნება თუ ამ გზიდან გადაუხვევენ და კონსტრუქციულ კალაპოტში მოექცევიან, თუმცა ვნახოთ, ეს მათი არჩევანია,“- განაცხადა პაპუაშვილმა.