ნიკა მელიას არჩევნებში, დარწმუნებული ვარ, არანაირი შანსი არ ექნება. ყველა მიხვდა, რომ ეს რაღაც ცრუ რევოლუციური ძალისხმევები ამ ქვეყანას არ სჭირდება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი პირი უჩანს, მელია ერთიანი კანდიდატი ვერ იქნება.
„ერთიანი კანდიდატი ვერ იქნება ისეთი პირი უჩანს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტია სერიოზულად ვფიქრობთ, რომ კანდიდატი გვყავდეს. შესაძლოა, კანდიდატი მე ვიყო, ამაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ადრეა. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს და მას რა დასკვნები გამოაქვს. ჩემთვის აქტუალური არ არის. ოპოზიციური ერთიანობა, ეს არის ბლეფი. ეს სააკაშვილის ერთადერთი მიზანი იყო, რომ ყველა თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა. ჩვენთვის ოპოზიციური ერთობა იყო ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევის საშუალება. ვეღაცებისთვის თვითმიზანი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთადერთი დესტრუქციული და სხვებისთვის ხელის შემშლელი ძალიან ხშირად, რომ საერთო რაღაცეები ყოფილიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დასდევდა ქუჩაში ხალხს და ნაგვის ყუთს ახურავდა თავზე ბათუმში, ახლა კი თვითონ, რომ ლაპარაკობენ შეიძლება პარლამენტში შევიდესო, ეს ნორმალურია? რა გმირობაზე ვლაპარაკობთ. სხვებს, რომ დასდევდნენ და ნაგვის ყუთებს აფხატებდნენ თავზე, ახლა თვითონ არ მსჯელობენ პარლამენტში შემოსვლაზე? ახლა ის ხალხი, რომ დახვდეს და ნაგვის ყუთი წამოამხოს თავზე ღირსები ხომ იქნებიან. ეს მოკლე პოლიტიკური მხედველობა იყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა. ასევე მავნებლობა, რაც მათთვის ტრადიციულია“, – განაცხადა ელისაშვილმა.