თუ კანდიდატი მელია იქნება, მმართველ გუნდს არჩევნების მოგება უფრო გაუმარტივდება , - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა.
მისივე მტკიცებით, "ქართული ოცნება" არჩევნების პირველივე ტურში "უპირობოდ" გაიმარჯვებს.
"შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დამოკიდებულია, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე. ეს არის, იცით ყველამ, მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი. რასაც იტყვის იმას გააკეთებენ. მელია თუ იქნება, კიდევ უფრო გაუმარტივდება ქართული ოცნების კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გარანტირებული მოგება.თუმცა ქართული ოცნების კანდიდატი იქნება უპირობო გამარჯვებული და უპირობოდ გაიმარჯვებს პირველივე ტურში",- თქვა ანრი ოხანაშვილმა.