"ასტრაზენეკასთან" მიმართებაში შესაძლოა, ასაკის გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თამარ გაბუნიას განმარტებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.
"ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით როგორც იცით ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არის არამარტო ჩვენთან, არამედ სრულიად ევროპის რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა, რაც ჩვენთვის იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ის მოსალოდნელი გართულება, რომელიც შესაძლებელია "ასტრაზენეკას" უკავშირდებოდეს იმდენად იშვიათია, რომ "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული სარგებელი ნებისმიერ ასაკში აჭარბებს იმ რისკს, რაც შესაძლოა იყოს განპირობებული. დღეს ვიმსჯელებთ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს ასაკის "ასტრაზენეკასთან" მიმართებაში, რადგან ჩვენც მოგვმართავს ძალიან ბევრი მოქალაქე, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალები და ისინი გვთხოვენ, რომ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათ თავად შეუძლიათ შეაფასონ ის რისკები რაც "ასტრაზენეკას" შეიძლება უკავშირდებოდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.