"სახალხო ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ კახეთის რეგიონში არსებული ბანკის ფილიალები დაათვალიერა და თანამშრომლებს გაეცნო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბანკის კახეთის რეგიონალური ფილიალების მმართველმა სანდრო კევლიშვილმა განუცხადა, რაიონულ ფილიალებში თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა.
"გუშინ ფილიალებს სულ 8 შტატი დაემატა. ახალი თანამშრომლების მიღება კვლავ იგეგმება", - განაცხადა კევლიშვილმა.
დღის ბოლოს ლადო გურგენიძე კახეთის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილსაც შეხვდება.