ლატვიის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო დეკლარაცია ოსმალეთის იმპერიის მესვეურთა მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტისა და დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ლატვია გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ დანაშაულს და აცნობიერებს ასეთი დანაშაულების ხსოვნის შენარჩუნების ვალდებულებას, რათა მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს.
მანამდე, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა ამერიკის პირველი ლიდერი, რომელმაც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად ცნო, როგორც გენოციდი.
ბოლო დრომდე აშშ-ის ხელმძღვანელობა თავს არიდებდა ანკარასთან ურთიერთობის გაფუჭების მიზნით ტრაგიკული მოვლენების ასეთ განმარტებას. როგორც ბაიდენმა განმარტა, საქმე ეხება არა თურქეთის დადანაშაულებას, არამედ ისტორიული ფაქტის დადასტურებას.