საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა "გირჩის", "მოქალაქეების", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელო - საქართველოსათვის", "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.