ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმის შემოღებას ითხოვს.
"ეს რეჟიმი განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს უკრაინასთან მიმართებაში", - განაცხადა ბაღათურიამ დღევანდელ სესიაზე.
მისივე შეფასებით, თუკი H1N1 ვირუსი აქამდე საშიშად არ მიიჩნეოდა, ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა, რადგან ინგლისელი სპეციალისტები უკრაინაში ვირუსის მუტაციაზე საუბრობენ.
"ეს ტენდენცია ჩვენი ქვეყნისთვის საშიშია და მოვითხოვთ, რომ ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი უკრაინასთან განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი შეიქმნას, რათა ამ მეტად საშიში ვირუსის საქართველოში გავრცელება არ დავუშვათ", - განმატა მან.