მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება "სინოვაკის" საკითხს და ამასთან დაკავშირებით როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შესაძლოა, დადგეს "სინოვაკით" ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი, - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისი თქმით, "სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყოს იქამდე, ვიდრე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული.
"შესაძლებელია, ჩვენ მოგვიხდეს ამ გადაწყვეტილების რევიზია და დამატებითი მექანიზმის შემოტანა, რათა „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ. ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა, მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის სარგებელზე. ამდენად, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება „სინოვაკის“ საკითხს და ამასთან დაკავშირებით როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შესაძლოა, დადგეს „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა, დასკვნამ მოუსწროს „სინოვაკს“, ვიდრე მას გამოვიყენებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.