შეიძლება 10 წელიც გავიდეს და მერე დააკავონ - არა მე, არამედ ჩემ შემდეგ მეორე ან მეოთხე მინისტრმა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსმხლე ბადრი ესებუაზე.
"ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, შეიძლება 10 წელიც გავიდეს და მერე დააკავონ - არა მე, არამედ ჩემ შემდეგ მეორე ან მეოთხე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა. გვინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა", - თქვა გომელაურმა.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი - ბადრი ესებუა შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.