შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის შესახებ "ქართული ოცნების" კანონპროექტს სამართლიანს უწოდებს.
შს მინისტრის თქმით, თუ ამნისტია ენმ-ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს.
"მე არ მივიჩნევ, რომ ეს უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხებათ, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე, რომ პოლიციელებს ვიცავ. მოდი ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, მაშინ უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?! ეს ხომ უსამართლობა იქნება. მძიმე მუხლებს, მაგალითად 117-ე მუხლს ისედაც არ ეხება. ვთქვათ, მე უფრო მძიმე მუხლი მაქვს წაყენებული და მე მეხება, მაშინ მსუბუქი დანაშაული ვინც ჩაიდინა, იმათაც უნდა შეეხოთ, რა თქმა უნდა, ასე უფრო სამართლიანი იქნება”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.