ბავარიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წელს უკვე ზედიზედ მეორედ გაუქმდა მსოფლიოში ცნობილი ლუდის ფესტივალი "ოქტობერფესტი".
გერმანიის ფედერალური მიწის ხელმძღვანელობის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ასეთი მასშტაბური ფესტივალის მასპინძლობა, რომელიც მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანს იზიდავს, ჯერ კიდევ მაღალი რისკის შემცველია.
ბავარიის პრემიერ-მინისტრის, მარკ ზიოდერის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ამასთან, დასძინა, რომ კორონავირუსის შემთხვევები არ მცირდება და საავამდყოფოები მთელი დატვირთვით მუშაობენ.
ზიოდერმა ასევე აღნიშნა, რომ ათეულათასობით ადამიანის თავმოყრა უცხოეთიდან ვირუსის ახალი შტამების იმპორტირების რისკის გათვალისწინებით, მეტად სახიფათოა.
ამ დროისთვის გერმანიის მთელი ტერიტორიაზე ნაწილობრივი ლოკდაუნი მოქმედებს, რაც დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრების აკრძალვას გულისხმობს.
როგორც წესი, ოქტობერფესტს ესწრება დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. წელს იგი უნდა ჩატარებულიყო 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი გასულ წელსაც გადაიდო.