ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას მცხეთა-მთიანეთის მოქალაქეების დახმარებას სთხოვს.
"ვთხოვ ხელისუფლებას დაეხმაროს მათ მცირე ბიზნესის დაწყებაში", - განაცხადა ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე.
ამასთან, ბაღათურია იმასაც მოითხოვს, რომ მთავრობამ ამ რეგიონის მოსახლეობას იაფი სესხები გამოუყოს და დაეხმაროს ისეთი მცირე საწარმოების გახსნაში, როგორებიცაა ბენზინგასამართი სადგურები და კვების ობიექტები.