შეერთებული შტატების სენატმა ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაამტკიცა.
ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტში პოლიტიკის საკითხებს გაუძღვება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე იანვარში, ინაუგურაციამდე წარადგინა.
ნულანდის კანდიდატურის დამტკიცებას მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
როგორც მდივანი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს, ვიქტორია ნულანდის მდიდარი გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანი იქნება მისთვის და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელმაც ამერიკელი ხალხისთვის სათანადო საგარეო პოლიტიკაზე უნდა იმუშაოს.
ვიქტორია ნულანდმა 32 წელი გაატარა დიპლომატიურ სამსახურში როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციაში.
ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ის იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, ნულანდი მუშაობდა აშშ-ის ელჩად ნატოში.