შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეები წარადგინა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ვენდი შერმანი იქნება, ხოლო სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი.
გარდა ამისა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხების საკითხებში ბონი ჯენკინსი იქნება.
ვენდი შერმანი ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა. იგი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკური საკითხებში და ასევე აკონტროლებდა მოლაპარაკებებს ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით.
ვიქტორია ნულანდმა 32 წელი გაატარა დიპლომატიურ სამსახურში როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციაში.
ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ის იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, ნულანდი მუშაობდა აშშ-ის ელჩად ნატოში.