1 იანვრიდან ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლითი გზა ამუშავდება.
ამისათვის 2 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია.
შესაბამისი განცხადება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა გააკეთა.
"კახეთში მიმავალ თუ თბილისისკენ მომავალ მოქალაქეებს ლილოს ბაზრობასთან შექმნილი საცობები საკმაოდ უშლის ხელს. ეს საკითხი პრეზიდენტთან უმრავლესობის შეხვედრის დროსაც დავაყენე და მივიღე დაპირება, რომ ეს პრობლემა მოგვარდება. მინდა ვაუწყო კახელებს, რომ პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილია 2 მილიონი ლარი, რითაც ლილოს ბაზრობასთან შემოვლითი გზა აშენდება და ეს გზა იანვრიდან გაიხსნება", - განაცხადა არსენიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ არსენიშვილს ამ საკითხის დაყენებისთვის დავით ბაქრაძემ მადლობაც კი გადაუხადა.