ნოვოვაქსი ჩემი, როგორც ერთი ექიმის თვალსაზრისით, იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა მსოფლიოში, - თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.
მისი თქმით, უკვე გაფორმებულია კონტრაქტები და საქართველო მესამე კვარტალში მიიღებს 1 მლნ დოზა ფაიზერსა და 1 მლნ დოზა ნონოვაქს.
„ნოვოვაქსი ჩემი, როგორც ერთი ექიმის თვალსაზრისით, იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა მსოფლიოში. ოღონდ ახლა ნოვოვაქსისთვის დაცლა არ დაიწყოთ, რადგან ის იქნებ ივლის-აგვისტოში. ივლის-აგვისტომდე ჩვენ ვერ მოვითმენთ უნდა გადავხტეხოთ წელში ეპიდემია. ნოვოვაქსი ეს არის შუალედური ტექნოლოგიით ძველ ტრადიციულსა და ახალს შორის, ანუ ეს სუფთა გასუფთავებული ცილები, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია გვერდითი მოვლენებისგან. ეს არ არის RNM, ეს არ არის dnm, არ არის ინაქტივირებული ვირუსი”, - თქვა ცერცვაძემ.