თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა გადაიდო.
შემდგი სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩაინიშნა.
პროცესის გადადების შუამდგომლობა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა დააყენა. მისი თქმით, ინიცირებულია ამნისტიის კანონი და აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს პროცესის გადადება, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. პროცესის გადადებისთვის მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არაარგუმენტირებულად მიიჩნია და განაცხადა, რომ პროცესის გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ დაცვის მხარე მომზადებული არ იქნებოდა შესავალი სიტყვისთვის. პასუხად დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ იყო მომზადებული შესავალი სიტყვისთვის.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.
ენმ-ის ლიდერი, პარტიის ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.