აქართველოში შესაძლოა მობილური ტელეფონების ასაწყობი ქარხანა აშენდეს.
ცნობილი ხდება, რომ მთავრობა "რკინიგზის ტელეკომის" გასხვისებას ხელახლა შეეცდება, თუმცა, იმ პირობით, რომ ახალი მფლობელი ვალდებულ იქნება საქართველოში მობილური ტელეფონების ასაწყობი ქარხნა აშენდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ჩინურ-ინდური ვიზიტისას გახდა ცნობილი, რომ რკინიგზის გასწვრივ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის მშენებლობით ორი ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი "ზე-ტე-ე" და "ჰუავეი" დაინტერესდა.
პრემიერ მიმისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, „რკინიგზის ტელეკომის" ტენდერში ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც საქართველოში მობილური ტელეფონების ასაწყობი ქარხნის მშენებლობის ვალდებულებას აიღებს