საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 077 პირი ემსხვერპლა.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 878 პაციენტი გამოჯანმრთელდა.