პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. დღევანდელ სხდომაზევე მოხდება, პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენა.
ორივე თანამდებობაზე ასარჩევად, საჭიროა კანდიდატმა მიიღოს 76 ხმა.
არჩევის შემთხვევაში, კახა კუჭავა იქნება პარლამენტის მეოთხე თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან 24 აპრილს გადადგა. იმავე დღეს "ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა წარადგინა.