საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 025-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 222 პაციენტი გამოჯანმრთელდა.