საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 31 958 ტესტირებით გამოვლინდა 1 250 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 749-მდე.