კახეთში 33 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ამ მიზნით 2009 წელს, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის "იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია" ფარგლებში 2 მლნ 240 ათასი ლარი გამოიყო.
როგორც "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ განუცხადა, ამასთან ერთად, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში, კახეთის რეგიონში კომპიუტერებით 327 მოსწავლეც დაჯილდოვდა.