ქობულეთში COVID-19-ის შემთხვევების გამო სოფელ წყავროკასა და დაგვას საჯარო სკოლები დაიკეტა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვირუსი ორ პედაგოგს დაუდასტურდა.
სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელს COVID-19- გეგმიური ტესტირების ფარგლებში სამშაბათს დაუდგინდა. დილით მას კონტაქტი ჰქონდა მცირე კონტიგენტიან ერთ კლასთან. ამ ეტაპზე ყველა პედაგოგი იზოლაციაშია გადასული. სკოლა კი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით 12 დღით დაიკეტა.
სოფელ დაგვას საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, COVID-19 პედაგოგს 20 აპრილს დაუდასტურდა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მაია კიკნაძის თქმით, მასწავლებელი ორშაბათს სკოლაში იყო და შესაძლებელია, მას კონტაქტიც ჰქონოდა, საბაზო და საშუალო საფეხურის კლასების ბავშვებთან.
ქობულეთში სულ 6 სკოლაა დაკეტილი.