რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებით წინა დოკუმენტისგან, სადაც არჩევნები არ იყო ნახსენები, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს, როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან.
"მე ახლაც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. ახლაც მიმაჩნია, რომ 43 პროცენტი არის ალოგიკური რიცხვი ვინაიდან, სრულიად ლოგიკური იქნებოდა ყოფილიყო 48 პროცენტი, ანუ იგივე, რაც "ოცნებამ" აიღო საპარლამენტო არჩევნებზე. კარგად გვესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც, ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემური გახლავთ სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.