დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია არის მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე, მკაფიო ვადებზე და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა, ორივე ადამიანი, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში.
„ ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია არის მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარი არის მკაფიო ვადებზე და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა, ორივე ადამიანი, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში“, - თქვა ბაქრაძემ.