განსხვავებით წინა არასრულფასოვანი დოკუმენტისგან, გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ, მაგრამ მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე, ეს ერთი საკითხი არის აქ გამოსასწორებელი და მაშინ მისაღები გახდება ავტომატურად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ძალიან კარგი არის, რომ ჩვენ უკვე აქ, განსხვავებით წინა არასრულფასოვანი დოკუმენტისგან, გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ, მაგრამ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე. ამიტომ აი, ეს ერთი საკითხი არის აქ გამოსასწორებელი, ამ დოკუმენტში და მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად. მაგრამ ამ ვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ივანიშვილის გარემოცვის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყოს დანიშნული ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე და ხალხი, ვისაც მთავრობა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია, დღემდე არ გამოცხადდა შეხვედრაზე. კომენტარს არ აკეთებენ და არაფერს არ იძახიან ამაზე. იმედი მაქვს, ჩვენი, მედიის, მათ შორის ყველანაირი მედიის, რომ შეაწუხებენ დღესვე, ღამით, რომ გვითხრან, რატომ არ მოვიდნენ, რატომ არ სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს. იმედი მაქვს, რომ თქვენ მოიპოვებთ ამ კითხვაზე პასუხს, ისევე როგორც, რას ფიქრობენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს.