ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებული ახალი დეტალური წინადადება წარუდგინა.
ახალი დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება - მასში საუბარი ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარებაზეც არის.
ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ:
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ურუნველსაყოფად და შეთანხმების მიღწევისთვის, ხელმომწერებმა შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
შეთავაზების მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.