რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, ამის მიზეზი ოფიცერთა სახლთან აღმოჩენილი დაზიანებაა.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას კომპანიის საავარიო ბრიგადები უკვე შეუდგნენ.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.