ამ წუთებში, თბილისში მეტროსადგურ "ავლაბართან" მდებარე "საქართველოს ბანკიშ" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.
საქართველოს ბანკის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.
ავლაბრის მეტრო დაკეტილია.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ინფორმაცია ახლდება.