"ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია საზოგადოება დაიცვას და უმოკლეს ვადებში შევძლოთ გახსნილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც დღეს AstraZeneca - ს ვაქცინით აიცრა.
"მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალს. თავს ვგრძნობ კარგად. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, დარეგისტრირდნენ და აიცრან, რათა მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.