ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ყავლი გაუვიდა, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, - აცხადებს პარტია "მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომლითაც ის NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება.
ელისაშვილის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების საკითხის მოხსნა უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
"ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გაუვიდა ყავლი, რეალობას გავუსწოროთ თვალი. როდესაც ვერ ასაბუთებ გაყალბებას, როდესაც ყველა შენი პარტნიორი გეუბნება, განსაკუთრებით ყველაზე ეჭვშეუტანელი სადამკვირვებლო მისია ოდირი გეუბნება, რომ არ ყოფილა ისეთი გაყალბება, რომელიც აისახა და შეცვლიდა შედეგს, ამას ყური უნდა დაუგდო. ვადამდელის საკითხის მოხსნა უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის გამოცხადება უნდა იყოს კომპრომისი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.