ეს გადაწყვეტილება არ არის მოულოდნელი „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
"გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ ფაზას პარტიის მშენებლობის, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება არ არის მოულოდნელი „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა, დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვეს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.