დღეს, თბილისის დროით 18:19 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ მიწისძვრ ცაგერთან მოხდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
შენიშვნა: მოგვიანებით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი, შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.
მოხდა ორი პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება", - აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.