ლათინურ ამერიკაში გაბრიელ გარსია მარკესის ახალი წიგნი გამოიცა. "მე გამოვედი არა იმისთვის, რომ სიტყვა წარმოვთქვა", ამ სახელწოდების წიგნში შესულია მწერლის 22 საჯარო გამოსვლისას წარმოთქმული სიტყვა.
წიგნში მოხვდა ყველაზე ადრინდელი სიტყვა, რომელიც მან 1944 წელს 17 წლის ასაკში სკოლაში, გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქვა, მარკესის მიერ 1982 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვა, ასევე მისი სხვა საჯარო გამოსვლები.
ეს არის ბოლო 6 წლის განმავლობაში მწერლის პირველი წიგნი.
გამომცემლის კრისტობალ პერის განცხადებით, მწერალი აქტიურ მონაწილეობას იღებდა წიგნზე მუშაობისას.
მისი თქმით, მარკესის გამოსვლები არის კარგი დამატება მისი მხვატვრული ნაწარმოებებისთვის და კარგად ასახავს მისი როგორც მწერლის ევოლუციას.
ამჟამად მწერალი თავის ახალ ნაწარმოებზე _ "შევხდებით აგვისტოში" (Eნ აგოსტო ნოს ვემოს) მუშაობს.