თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილობას ერთნიშნა ციფრზე ვერ შევინარჩუნებთ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "იმედის კვირასთან" განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდი, რადგან გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი.
"საქართველო არის გზაგასაყარზე, საქართველოსთვის დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდი, რადგან გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი. ახლა ვართ გზაგასაყარზე, შევინარჩუნებთ ამ სტაბილიზაციის პერიოდს და გადაურჩებით იმას, რასაც ვერ გადაურჩა ევროპა და ამერიკა, ან ვერ შევინარჩუნებთ, ვერც ჩვენ გადაურჩებით და აქაც დაიწყება მესამე ტალღა ყველა მისი თანმდევი უაღრესად უსიამოვნო მოვლენებით.
შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მუდმივი სოლიდარობის გამოჩენა ამ თავშეკავებაში ძნელია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ. შემთხვევებმა უკვე მოიმატა. საბედნიეროდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჯერ არაა სიკვდილობის მატება, ამას უნდა გაუფრთხილდეთ. თორემ თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ. დღეიდან მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში. უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოესი ორი-სამი თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ამას თუ შევძლებთ და დღეში 6-7 ათასი ადამიანი თუ აიცრება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.