ვაპირებ ვიყო უპარტიოდ ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან , - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, რომელმაც "ევროპული საქართველო" დატოვა.
უგულავა აღნიშნავს, რომ პარტიის დატოვების მიზეზი ის არის, რომ მისი მოსაზრბა, რომ მმართველი ლიდერები გაწეულიყვნენ პარტიის მართვისგან და დარჩენილიყვნენ მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
„ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება, გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო, როდის გაგწევენ“, - წერს უგულავა და აღნიშნავს, რომ ის, რაც გიგა ბოკერიასთბის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, მისთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა.
„ის, რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ "ევროპული საქართველოს" პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ“
მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, "ევროპულ საქართველოსთანაც" ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ”, - წერს გიგი უგულავა.