გია გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო დაჯარიმდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძის ქმედება კანონსწაღინააღმდეგოა და იწვევს დაჯარიმებას. მუნიციპალური ინსპექცია გია გაჩეჩილაძეს, სავარაუდოდ, 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოუწერს.
გია გაჩეჩილაძემ მის მიერვე ორგანიზებულ "ინტელექტუალურ შეკრებაზე", ბერლინის კედლის ფრაგმენტზე, რომელიც გერმანიის მთავრობამ საქართველოს უსახსოვრა, საღებავით გააკეთა წარწერა "ღმერთი სიყვარულ არს".
აღნიშნული კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა. ამავე წლის ნოემბერში კი კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე დაიდგა.