ნოღაიდელის პარტიამ კახეთში რაიონული ორგანიზაციების დაფუძნება დაასრულა.
"სამართლიანი საქართველოსთვის" ბოლო სამი ახალი რაიონული ორგანიზაცია გუშინ სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში გაიხსნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, გუშინვე მოხდა ახლადდაფუძნებული რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევაც.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორაციით, პარტიის რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებისას, ნოღაიდელის მხარდამაჭერებს შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი სოსო ბენაშვილი უთვალთვალებდა და თითოეული მათგანის აღრიცხვას ახდენდა.