ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, რამაც განაპირობა მისი მდგომარეობის დამძიმება.
გარდაცვლილი ქალი ოზურგეთში ცხოვრობდა, გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 დღის წინ შეიყვანეს.